ნინიაშვილი ტოპ 14-ის საოცნებო თხუთმეტეულში #1TVSPORT

18:44, 12.01.2022

შაბათს, 8 იანვარს საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-15 ტური გაიმართა, სადაც „ლიონი“ „პო“-ს დაუპირისპირდა.

გამორჩეული მატჩი ჩაატარა და საფრანგეთის ჩემპიონატში სადებიუტო ლელო გაიტანა ქართველმა უკანახაზელმა, დავით ნინიაშვილმა.

ფრანგულმა გამოცემა „მიდი-ოლიმპიკმა“ ნინიაშვილი მე-15 ტურის „საოცნებო თხუთმეტეულში“ დაასახელა:

„ლელოს ავტორი, 7 გაფუჭებული ბოჭვა მის წინააღმდეგ, სისწრაფე შეტევაში, მან გამოიყენა სრული არსენალი“, – წერს ფრანგული გამოცემა ქართველ უკანახაზელზე.

მსგავსი