ნინიაშვილი „ლიონის“ სასტარტოშია – ახალგაზრდა უკანახაზელი სადებიუტო მატჩს გამართავს #1TVSPORT
ხვალ და ზეგ, 18 და 19 სექტემბერს „ტოპ 14“-ის მორიგი ტური გაიმართება. გუნდების შემადგენლობები უკვე ცნობილია და „ლიონმა“ ქართული რაგბის გულშემატკივრებს სიურპრიზი მოუწყო. ახალგაზრდა უკანახაზელი დავით ნინიაშვილი სასტარტო შემადგენლობაშია.
🤜 🤛 #LOUUSAP pic.twitter.com/rMt1ARltwR
— LOU Rugby (@LeLOURugby) September 17, 2021
მის დებიუტს გულშემატკივარი წინა ტურში ელოდა, თუმცა შეცვლიდან მთავარ მწვრთნელს თამაშში არ ჩაურთავს, ამჯერად კი „პერპინიანის“ წინააღმდეგ ბექა საღინაძესთან ერთად გუნდს პირველივე წუთებიდან დაეხმარება.
მატჩი ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.