ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა პლეი ოფის ეტაპი და გამოვლინდა ჯგუფური ეტაპის ბოლო სამი მონაწილე.
თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, ჯგუფში გავიდა სერბეთის “ცრვენა ზვეზდა”, რომელსაც ავსტრიის “ზალცბურგი” ხვდებოდა.
პირველი მატჩი სერბეთში 0:0 დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში “ზალცბურგი” მუნას დაბურის დუბლით 2:0-ს იგებდა, მაგრამ 65-ე და 66-ე წუთებზე “ცრვენა ზვეზდამ” ბენ ნაბუანის დუბლით ანგარიში გაათანაბრა და სტუმრად გატანილი მეტი გოლით გავიდა ჯგუფში – 2:2.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება “ეინდჰოვენი”. მან ორი მატჩის ჯამში 6:2 გაანადგურა ბელარუსის “ბატე”. პირველი მატჩი ჰოლანდიურ კლუბს სტუმრად 3:2 ჰქონდა მოგებული, განმეორებით შეხვედრაში კი შინ 3:0 მოიგო სტივენ ბერგვაინის, ლუკ დე იონგისა და ირვინგ ლოსანოს გოლებით.
ზედიზედ მეცხრედ (სულ მეთოთხმეტედ) ითამაშებს ჯგუფურ ეტაპზე “ბენფიკა”. პორტუგალიურმა გრანდმა პირველი მატჩი შინ ვერ მოუგო საბარძნეთის პაოკ-ს (1:1), მეორე მატჩში კი 0:1 ჩამორჩა პრიიოვიჩის გოლით, მაგრამ სალვიოს დუბლით, ჟარდელისა და პიცის თითო გოლით 4:1 გაანადგურა ბერძნული გუნდი და ორი მატჩის ჯამში 5:2 გაიმარჯვა.