ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო სამი მონაწილე ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო სამი მონაწილე ცნობილია

ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა პლეი ოფის ეტაპი და გამოვლინდა ჯგუფური ეტაპის ბოლო სამი მონაწილე.
თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, ჯგუფში გავიდა სერბეთის “ცრვენა ზვეზდა”, რომელსაც ავსტრიის “ზალცბურგი” ხვდებოდა.

პირველი მატჩი სერბეთში 0:0 დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში “ზალცბურგი” მუნას დაბურის დუბლით 2:0-ს იგებდა, მაგრამ 65-ე და 66-ე წუთებზე “ცრვენა ზვეზდამ” ბენ ნაბუანის დუბლით ანგარიში გაათანაბრა და სტუმრად გატანილი მეტი გოლით გავიდა ჯგუფში – 2:2.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება “ეინდჰოვენი”. მან ორი მატჩის ჯამში 6:2 გაანადგურა ბელარუსის “ბატე”. პირველი მატჩი ჰოლანდიურ კლუბს სტუმრად 3:2 ჰქონდა მოგებული, განმეორებით შეხვედრაში კი შინ 3:0 მოიგო სტივენ ბერგვაინის, ლუკ დე იონგისა და ირვინგ ლოსანოს გოლებით.

ზედიზედ მეცხრედ (სულ მეთოთხმეტედ) ითამაშებს ჯგუფურ ეტაპზე “ბენფიკა”. პორტუგალიურმა გრანდმა პირველი მატჩი შინ ვერ მოუგო საბარძნეთის პაოკ-ს (1:1), მეორე მატჩში კი 0:1 ჩამორჩა პრიიოვიჩის გოლით, მაგრამ სალვიოს დუბლით, ჟარდელისა და პიცის თითო გოლით 4:1 გაანადგურა ბერძნული გუნდი და ორი მატჩის ჯამში 5:2 გაიმარჯვა.