ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა
ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა

ჩეხეთის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ევროსკეპტიკოსმა მოქმედმა პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა მოიგო.

ზემანმა ხმების 52,7% მიიღო, მისმა პოლიტიკურმა მეტოქემ, მეცნიერებათა აკადემიის დირექტორმა ირჟი დრაგოშმა კი 47,3%.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ბიულეტენების 90% დათვლილია. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 60%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.