ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ჩეხეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პირველი ტურის მსგავსად, ხმის მიცემის პროცედურა კვლავ ორდღიანია.

12-13 იანვარს ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგად, ხმების 38%-ით პირველ ადგილზე ჩეხეთის მოქმედი პრეზიდენტი მილოშ ზემანი გავიდა. მის მეტოქეს, ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილ თავმჯდომარე ირჟი დრაჰოშს ამომრჩეველთა 26%-მა დაუჭირა მხარი.

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას უჭერს მხარს და ცნობილია ანტიმუსლიმური შეხედულებებით. ჩეხეთის ევროსკეპტიკოსი პრეზიდენტი ასევე აკრიტიკებს ბრიუსელის საიმიგრაციო პოლიტიკას.

პროდასავლური შეხედულებების მქონე ირჟი დრაჰოში კი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების აქტიური მომხრეა.