ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების პირველადი შედეგი დღეს საღამოს გახდება ცნობილი. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 62%-იანი აქტივობაა მოსალოდნელი. პირველ ტურში, სადაც 9 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, 61%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

ჩეხეთის მოსახლეობას ორ კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. ესენი არიან მოქმედი პრეზიდენტი მილოშ ზემანი და მეცნიერებათა აკადემიის დირექტორ ირჟი დრაგოში. დრაგოში ევროკავშირის მხარდამჭერი პოლიტიკოსია, პრეზიდენტი ზემანი კი ევროსკეპტიციზმითა და ანტიმიგრაციული იდეოლოგიით გამოირჩევა, რომელსაც სამომავლოდ რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება სურს.

მილოშ ზემანი ჩეხეთის მესამე პრეზიდენტად 2013 წელს აირჩიეს. მან 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში ხმების 38,6% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა პოლიტიკურმა მეტოქე დრაგოშმა – 26,6%.