ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში ჩავიდა. ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია სუს-ის ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო.
ტომაშ პეტრშიჩეკი ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ დათა ვანიშვილს შეხვდა. 80 წლის მოხუცი მას იმ პრობლემებზე ესაუბრა, რომელიც მას გადაადგილების დროს ექმნება.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანების ჰუმანიტარული მხარდაჭერა.
ტომაშ პეტრშიჩეკი საქართველოში 9 ივლისს ჩამოვიდა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს 11-12 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში – „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“.