ჩეხეთის რამდენიმე სოფელს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა. „ბიბისის“ ინფორმაციით, დაშავდა 150 ადამიანი.
სტიქია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს დაატყდა თავს. ბრეცლავისა და ჰოდონინის რაიონში ათობით შენობას სახურავი აქვს გადახდილი, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ავტომობილები.
მომხდარის გამო ჩეხეთში სამაშველო ბრიგადები გააგზავნა მეზობელმა სლოვაკეთმა და ავსტრიამ.