ჩეხეთის რამდენიმე სოფელს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა

02:13, 25.06.2021

ჩეხეთის რამდენიმე სოფელს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა. „ბიბისის“ ინფორმაციით, დაშავდა 150 ადამიანი.

სტიქია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს დაატყდა თავს. ბრეცლავისა და ჰოდონინის რაიონში ათობით შენობას სახურავი აქვს გადახდილი, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ავტომობილები.

მომხდარის გამო ჩეხეთში სამაშველო ბრიგადები გააგზავნა მეზობელმა სლოვაკეთმა და ავსტრიამ.

მსგავსი