ჩეხეთის პრეზიდენტი ავარიაში მოჰყვა, რის შემდეგაც პეტრ პაველის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
გავრცელებული ცნობით, პეტრ პაველს ინციდენტი დახურულ სპორტულ ტრასაზე, მოტოციკლით გადაადგილების დროს შეემთხვა.
მიღებული დაზიანებები მის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა პრეზიდენტს სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე დღის გატარება მოუწევს.