ჩეხეთის პრემიერი - მოხარული ვარ, რომ კიევში ვიმყოფები სხვა ლიდერებთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს
ჩეხეთის პრემიერი - მოხარული ვარ, რომ კიევში ვიმყოფები სხვა ლიდერებთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს

თქვენ იბრძვით თქვენი სიცოცხლისთვის და ვიცით, რომ იბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვისაც. არ ხართ მარტო, – ეს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას განცხადებაა, რომელიც მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერის“ მიკრობლოგზე გააკეთა.

„მოხარული ვარ, რომ კიევში ვიმყოფები სხვა ლიდერებთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თქვენი მამაცი ბრძოლით. თქვენ იბრძვით თქვენი სიცოცხლისთვის და ვიცით, რომ იბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვისაც. მარტო არ ხართ, ჩვენი ქვეყნები თქვენ გვერდით დგანან“, – წერს ფიალა.