ჩეხეთის პრემიერი – მოხარული ვარ, რომ კიევში ვიმყოფები სხვა ლიდერებთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს
თქვენ იბრძვით თქვენი სიცოცხლისთვის და ვიცით, რომ იბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვისაც. არ ხართ მარტო, – ეს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას განცხადებაა, რომელიც მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერის“ მიკრობლოგზე გააკეთა.
„მოხარული ვარ, რომ კიევში ვიმყოფები სხვა ლიდერებთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თქვენი მამაცი ბრძოლით. თქვენ იბრძვით თქვენი სიცოცხლისთვის და ვიცით, რომ იბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვისაც. მარტო არ ხართ, ჩვენი ქვეყნები თქვენ გვერდით დგანან“, – წერს ფიალა.
I’m pleased to be in Kyiv with other leaders to show our support for Ukraine and its people.
We admire your brave fight. You’re fighting for your lives, country and freedom.
We know that you’re also fighting for our lives. You’re not alone, our countries stand by your side.
— Petr Fiala (@P_Fiala) March 15, 2022