ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი - არ მივცემთ რუსეთს უფლებას, საფრთხე შეუქმნას ჩვენს უსაფრთხოებას გაზის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებით
დღეს ჩვენ ვგზავნით ძლიერ სიგნალს არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინის მიმართ, რომელიც კიდევ ერთხელ დამარცხდა ევროკავშირის დაყოფის საქმეში, არამედ ყველაზე მეტად ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საკმარისი გაზი გვექნება, – ამის შესახებ ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა, ჯოზეფ სიკელამ განაცხადა.
საუბარია ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლების შეთანხმებაზე, რომელიც მიზნად ისახავს რისკების შემცირებას, რომლებიც შეიძლება, წარმოიშვას რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის გამო.
ჯოზეფ სიკელას თქმით, ევროკავშირმა დაადასტურა ერთობა, სოლიდარობა და მზადყოფნა.
„დღეს ევროკავშირმა დაადასტურა ერთობა, სოლიდარობა და მზადყოფნა. ეს არის ერთობის და სოლიდარობის მანიფესტი. ჩვენ გადავდგით დიდი ნაბიჯი გაზის მომარაგების უზრუნველყოფისთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის და ეკონომიკებისთვის მომავალი ზამთრისთვის. მოლაპარაკებები მარტივი არ იყო, მაგრამ დღეს მინისტრების გადაწყვეტილება მოწმობს, რომ შეთანხმება შეუძლებელი მისია არ იყო. გადაწყვეტილება ადვილი არ იყო, მაგრამ ვიმედოვნებ, ყველას ესმის, რომ ეს მსხვერპლი აუცილებელია. დღეს ჩვენ ვგზავნით ძლიერ სიგნალს არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინის მიმართ, რომელიც კიდევ ერთხელ დამარცხდა ევროკავშირის დაყოფის საქმეში, არამედ ყველაზე მეტად ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საკმარისი გაზი გვექნება. ჩვენ რუსეთს არ მივცემთ უფლებას, საფრთხე შეუქმნას ჩვენ უსაფრთხოებას გაზის მიწოდების განზრახ შეფერხებით და გაზის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებით“, – განაცხადა ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა.