ჩეჩნეთში „როსგვარდიის“ კოლონას უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია ერთი გვარდიელი, ერთი კი დაჭრილია.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია „როსგვარდიის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გროზნოს შემოგარენში უცნობი პირები სამხედრო კოლონას დაესხნენ თავს. ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა ერთი სამხედრო მოსამსახურე, მეორე კი დაჭრილია“, – ნათქვამია განცხადებაში.
„როგვარდიის“ კოლონაზე თავდამსხმელებს ეძებენ.