ჭავჭავაძისა და პეკინის გამზირებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ჭავჭავაძისა და პეკინის გამზირებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისში, ჭავჭავაძისა და პეკინის გამზირებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, 11 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირზე.

“12 დეკემბერს, ამავე საათებში, ავტოტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ იქნება შეზღუდული, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე პეკინის ქუჩაზე. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.