ჩარლზ მესამის გაერთიანებული სამეფოს მეფედ კურთხევის ცერემონია 6 მაისს გაიმართება
ჩარლზ მესამის გაერთიანებული სამეფოს მეფედ კურთხევის ცერემონია 2023 წლის 6 მაისს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.
მეფედ კურთხევის ცერემონია ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში გაიამართება და მას კენტერბერის ეპისკოპოსი წარუძღვება.
ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩარლზ მესამესთან ერთად, დედოფალ კონსორტად აღიარებენ მის მეუღლე კამილას.
დედოფალი ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც მეფე მისი ვაჟი, ჩარლზ მესამე გახდა.
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე სამეფო ტახტს 70 წლის განმავლობაში იკავებდა. ის უინძორის სასახლის ტერიტორიაზე, მეფე ჯორჯ მეექვსის მემორიალურ სამარხში დაკრძალეს, მეუღლის, ედინბურგის ჰერცოგის, ფილიპის გვერდით.