ჩაქვის გვირაბთან ავარიის დროს ტრაილერის მძღოლი დაშავდა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება.
არსებული ინფორმაციით, შემოვლით გზაზე გადაადგილებისას ავტომანქანა ფერდობიდან გადავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.