ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გვირაბთან ტრაილერი ამოყირავდა და დაზიანდა ოთხი მანქანა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფებიან მედიკოსები და სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შემთხვევის გამო, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია.