ჩაქვი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც რვა ადამიანი დაშავდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორი ბავშვია, ოთხი კი, უცხო ქვეყნის მოქალაქე. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ავარიის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.