ცენტრალური საარჩევნო კომისია მაჟორიტარიტარულ ოლქებში დეპუტატობის კანდიდატების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. მონაცემები მოიცავს ყველა საარჩევნო უბნის შედეგებს.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, 16 მაჟორიტარულ ოლქში, მათ შორის თბილისის რვა ოლქში, მეორე ტური გაიმართება, 14 ოლქში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს.
9 – გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ დავით სონღულაშვილი 52,83%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ლევან ბეჟაშვილი – 27,88%;
10 – თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ ირაკლი ქადაგიშვილი 47,26%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გიორგი ბოტკოველი –40.43%;
11 – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ შალვა კერესელიძე 50,1%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ცეზარი ჩოჩელი – 33,42%;
12 – რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები – „ქართული ოცნება“ ნინო ლაცაბიძე 47.37%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ დავით კირკიტაძე – 32,6%;
13 – მარნეულისა და გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ ზაურ დარგალი 51,16%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ აზერ სულეიმანოვი – 38,69%;
14 – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ გოგი მეშველიანი 55,41%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ კახაბერ ოქრიაშვილი – 39,5%;
15 – კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტი – „ქართული ოცნება“ გიორგი ხოჯევანიშვილი 55,42%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ბადრი ბასიშვილი – 27,82%;
16 – ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები – „ქართული ოცნება“ ზაალ დუგლაძე 49,34%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ნატო ჩხეიძე – 29,62%;
17 – ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ ანტონ ობოლაშვილი 61,79%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ვაჟა ჩიტაშვილი – 24,21%;
18 – ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ სამველ მანუკიანიი 61,47%, დამოუკიდებელი კანდიდატი ენზელ მკოიანი – 20,02%;
19 – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ გოჩა ენუქიძე 59,32%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ დილარ ხაბულიანი – 15,91%;
20 – საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ პაატა კვიჟინაძე 68,86%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გიორგი კაპანაძე – 14,4%;
21 – ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები – ქართული ოცნება“ ბეჟან წაქაძე 49,49%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ კახა გეწაძე – 26,98%;
22 – სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ გივი ჭიჭინაძე 51,02%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ნანა ჟორჟოლიანი – 31,52%;
23 – ქუთაისის მუნიციპალიტეტი – „ქართული ოცნება“ ზაზა ლომინაძე 42.16%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გრიგოლ ვაშაძე – 34,72%;
24 – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ ვასილ ჩიგოგიძე 54,82%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მანუჩარ კვირკელია –22,89%;
25 – წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ ალექსანდრე მოწერელია 52,81%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ როლანდ ფიფია – 34,37%;
26 – ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ ირაკლი ხახუბია 53,52%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მურთაზ ზოდელავა – 27,53%;
27 – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – „ქართული ოცნება“ – ირაკლი ჩიქოვანი – 47,91%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მალხაზ ჯალაღონია – 36,95%;
28 – ბათუმის მუნიციპალიტეტი – „ქართული ოცნება“ რესან კონცელიძე 40,97%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ლევან ვარშალომიძე – 37,3%;
29 – ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული – „ქართული ოცნება“ ზაალ მიქელაძე 52,52%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ბონდო თედორაძე – 34,68%;
30 – ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა) ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ ანზორ ბოლქვაძე 46,26%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მიშა ბოლქვაძე 32,5%.
ამასთან, წინასწარი მონაცემებით, თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.
1 – მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – „ქართული ოცნება“ ბექა ოდიშარია – 44,81%, (21 690 ხმა) „ევროპული საქართველო“ შალვა შავგულიძე – 29,45%; (14 254 ხმა);
2 – ვაკის რაიონი – „ქართული ოცნება“ ნოდარ ტურძელაძე – 42,24%, (25 333 ხმა) „ევროპული საქართველო“ ელენე ხოშტარია – 35.55%; (21 320 ხმა);
3 – საბურთალოს რაიონი – „ქართული ოცნება“ დავით სერგეენკო 43.23%, (31 459 ხმა) „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ ალეკო ელისაშვილი – 19,16%; (13 940 ხმა);
4 – ისნის რაიონი – „ქართული ოცნება“ კახა კახიშვილი – 46.74%, (25 164ხმა) „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ხატია დეკანოიძე – 27,23%; (14 558 ხმა);
5 – სამგორის რაიონი – „ქართული ოცნება“ სოზარ სუბარი 45,87%, (32 199 ხმა) „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ლევან ხაბეიშვილი – 39,18%; (27 505);
6 – დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები – „ქართული ოცნება“ გიორგი ვოლსკი 42,69%, (29 414 ხმა); ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – „გირჩი“ – 21, 09% (14 529 ხმა);
7 – ნაძალადევის რაიონი – „ქართული ოცნება“ მიხეილ ყაველაშვილი – 43,76%, (28 584 ხმა) „ლეიბორისტული პარტია“ შალვა ნათელაშვილი – 25,01% (16 339 ხმა);
8 – გლდანის რაიონი – „ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია“ ნიკანორ მელია – 43,88%; (31 094 ხმა) „ქართული ოცნება“ – ლევან კობიაშვილი 42,69%. (30 246 ხმა).