სოფელ აღაიანთან ავტოავარიის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვი
ცენტრალურ საგზაო მაგისტრალზე, სოფელ აღაიანთან ავტოავარია მოხდა, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. დაშავდა მანქანაში მყოფი სამივე პირი, მათ შორის ორი წლის ბავშვი.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური გამოიძახეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.