ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ნიგოზასთან ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ნიგოზასთან ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის შავშების მონაკვეთზე, სოფელ ნიგოზასთან.

არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს შეეჯახა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.