ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, დასავლეთის მიმართულებით რამდენიმეკილომეტრიანი საცობია [ფოტო]
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, შიდა ქართლში, სოფელ შავშვებთან, დასავლეთის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
საცობი რამდენიმეკილომეტრიანია და ავტომობილების ნაკადის სიმრავლის გამო, თანდათან იზრდება.
გზის პარალიზება, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია.
პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.