დედაქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება გართულებულია [ფოტო]
დედაქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება გართულებულია [ფოტო]

დედაქალაქში საცობების გამო, ტრანსპორტით გადაადგილება გართულებულია.

მოქალაქეები საცობებს ხვალიდან დაგეგმილ შეზღუდვებს უკავშირებენ.

28 ნოემბრის 00:00 საათიდან ქვეყნის მასშტაბით ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.

ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე.

ასევე, იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. ამასთან, მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე, არ წესდება შეზღუდვა.

რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“ და „დრაივი“.

ხვალიდანვე, სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. აგრეთვე, წყვეტენ მუშაობას ღია და დახურული ბაზრობები. ფუნქციონირებას აგრძელებენ მხოლოდ აგრარული ბაზრები.

დატოვე კომენტარი