ცენტრალურ ავტობანზე ავარიისას 15-მდე მანქანა დაზიანდა, მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი
ცენტრალურ ავტობანზე ავარიისას 15-მდე მანქანა დაზიანდა, მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი

ცენტრალურ ავტობანზე ავარიის შედეგად 15-მდე მანქანა დაზიანდა, მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, რუისი-გორის გზის მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, რამაც გზაზე შეფერხება გამოიწვია. უკან მომავალი მანქანები, ლიპყინულის გამო, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.