ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნ. კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ცნობით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ბრაუნინგისა“ და „ტოზის“ მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.