ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დასრულდა.
მედიკოსებმა თერმოსკრინინგით დაახლოებით 12 ათასი მოქალაქე შეამოწმეს. მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
თერმოსკრინინგი ცაგერის მუნიციპალიტეტში შვიდი დღის განმავლობაში ჩატარდა. ცაგერის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ის ფაქტი დაფიქსირებული არ არის.