ცაგერის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 12 ათას ადამიანს ჩაუტარდა

20:00, 29.04.2020

ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დასრულდა.

მედიკოსებმა თერმოსკრინინგით  დაახლოებით 12 ათასი მოქალაქე შეამოწმეს. მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

​თერმოსკრინინგი ცაგერის მუნიციპალიტეტში შვიდი დღის განმავლობაში ჩატარდა. ცაგერის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ის ფაქტი დაფიქსირებული არ არის.

მსგავსი