ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დრომდე ადგილზე რჩება სახანძრო სამსახურის 35 მანქანა.
ადგილზე მივიდნენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ბაზრობის ტერიტორიაზე მაღაზიები აქვთ.
ტერიტორიაზე შემოსაზღვრულია. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.
ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი დაახლოებით ღამის 12:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი.
გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია მინიმუმ 3000 კვ.მ. ფართობი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.