„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა აღიარებულ იქნა მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ პროგრამად“
„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა აღიარებულ იქნა მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ პროგრამად“

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სასტუმრო „რედისონში“ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრას ესწრება.

დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის ელიმინაციის საქართველოში მოქმედ პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი საერთაშორისო შეფასებით იქნა აღიარებული მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ პროგრამად ამ დაავადებასთან ბრძოლის მიმართულებით.

მისი თქმით, 40 000-ზე მეტმა ადამიანმა, ანუ თითქმის მესამედმა, ვისაც სჭირდებოდა მკურნალობა, უკვე გაიარა ეს კურსი.

„მას აქვს მართლაც განსაკუთრებული მიღწევები. 40 000-ზე მეტმა ადამიანმა, ანუ თითქმის მესამედმა, ვისაც სჭირდებოდა მკურნალობა, უკვე გაიარა ეს კურსი. თუმცა, არის გამოწვევები და ეს გამოწვევები შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ერთ წინადადებაში, რომ ამ დრომდე მკურნალობას გადიოდნენ ის ადამიანები, ვინც იცოდა ამ დაავადების შესახებ და აქტიურად ცდილობდნენ პროექტში ჩართვას, დარჩენილი 110 000 ადამიანიდან 90%-ზე მეტმა არ იცის ამ დაავადების შესახებ და ამიტომ არის მნიშვნელოვანი მათი დროული დეტექცია. მთელი ქვეყნის მასშტაბით კეთდება სკრინინგული კვლევები მოსახლეობისთვის უფასოდ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“, – განაცხდა სერგეენკომ.