ბუტა რობაქიძის საქმეზე გასამართლებული გრიგოლ ბაშალეიშვილი ამბობს, რომ პატაკში არასწორი ინფორმაცია დაწერა, თითქოს სროლა ორმხრივი იყო
ბუტა რობაქიძის საქმის განხილვაზე მოსამართლემ სოსო რობაქიძეს სასამართლო დარბაზი დაატოვებინა. სოსო რობაქიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე გასამართლებულ პატრულის ყოფილ თანამშრომელს გრიგოლ ბაშალეიშვილს, რომელიც დღეს მოწმის სტატუსით დაიკითხა.
როგორც მოწმემ აღნიშნა, როდესაც ის შემთხვევის დროს ადგილზე მივიდა და მანქანაში მსხდომი პირები შეამოწმა, მათ იარაღი არ ჰქონიათ.
ბაშალეიშვილმა ასევე თავის თავდაპირველ ჩვენებაზე ისაუბრა და თქვა, რომ პატაკში არასწორი ინფორმაცია დაწერა, თითქოს სროლა იყო ორმხრივი. სწორედ ამ ჩვენებას მოჰყვა ხმაური, რა დროსაც სოსო რობაქიძე დარბაზიდან გაიყვანეს.
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულები არიან ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, დავით იაშვილი და ძებნილი ზაზა ბაქრაძე. კიდევ ერთი ბრალდებული ალექსანდრე გვაზავა გარდაიცვალა. ცალკე წარმოებად გამოიყო მაიზერ ლიპარტელიანის საქმე, რომელმაც სხვადასხვა დროს გამოძიებას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცა.