ბურკინა-ფასოს დედაქალაქის ცენტრში მდებარე რამდენიმე ობიექტზე თავდასხმას 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე საფრანგეთის საელჩო იყო.
სპეცრაზმმა ოთხი თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინა. ორმხრივ სროლაში შვიდი სპეცრაზმელი დაიღუპა.
თვითმხილველების ინფორმაციით, რამდენიმე შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი ავტომობილიდან გახსნა.
საფრანგეთის ელჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საელჩოში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრომა საფრანგეთის მოქალაქეებს, რომლებიც ბურკინა-ფასოში იმყოფებიან მოუწოდა, ქუჩაში გასვლას მოერიდონ და თავი უსაფრთხო შენობებს შეაფარონ.
უაგადუგუს ცენტრში სპეცრაზმია მობილიზებული.