ბურკინა-ფასოში შეიარაღებულ თავდასხმას 20 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
ბურკინა-ფასოში შეიარაღებულ თავდასხმას 20 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

ბურკინა-ფასოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შეიარაღებულ თავდასხმას 20 მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, შეიარაღებული პირები დედაქალაქის მახლობლად, ბანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელს დაესხნენ თავს.

თავდამსხმელები, რომელთა რაოდენობა უცნობია, მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ერთი კვირით ადრე, ბურკინა-ფასოში, ქალაქ სილგაჯში შეიარაღებული პირები ბაზარს დაესხნენ თავს და 39 ადამიანი მოკლეს.