რუმინეთში, ბუქარესტის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაჩნდა.
საავადმყოფოში სულ 113 პაციენტი იმყოფებოდა, მათ შორის ათი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყო მოთავსებული.
ხანძრის გამო, 50 პაციენტი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.