ბუნებრივი გაზის უსაფრთხოდ მოხმარების საკითხებზე „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ
კომპანია „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელები და გაზის უსაფრთხოების სპეციალისტები დედაქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ბუნებრივი გაზის უსაფრთხოდ მოხმარებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა სამგორის რაიონში გაიმართა.
„თბილისი ენერჯის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, სამგორის რაიონი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია, სადაც ხშირია გაზის ქსელზე აკრძალული სახიფათო დანადგარების დაერთების შემთხვევები.
უსაფრთხოების კამპანიაში მონაწილეობდნენ ენერგო ომბუდსმენი, სამგორის რაიონის გამგებელი, დეპუტატები და დედაქალაქის საკრებულოს წევრები.
შეხვედრის ძირითადი საკითხებია, როგორ მოიხმაროს მოსახლეობამ ბუნებრივი გაზი უსაფრთხოდ, რა წესების დაცვაა საჭირო გაზის ხელსაწყოების მოხმარებისას, რომელი დანადგარებია უსაფრთხო და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ შეექმნას საფრთხე ოჯახის წევრებსა და მეზობლებს.