ბულგარეთში საწვრთნელი ფრენის დროს ავიაკატასტროფის შედეგად ორი მფრინავ-ინსტრუქტორი დაიღუპა
ბულგარეთში საწვრთნელი ფრენის დროს ორადგილიანი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ორი მფრინავ-ინსტრუქტორი დაიღუპა. ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტარ გლავჩევმა განაცხადა. დიმიტარ გლავჩევი ბულგარეთის ცენტრალურ ნაწილში, გრაფ იგნატიევოს ავიაბაზაზე მივიდა, სადაც ავიაკატასტროფა მოხდა.
მფრინავები ხვალ დაგეგმილი სამხედრო ავიაშოუსთვის ემზადებოდნენ, რომელიც ბულგარეთის ნატო-ში მიღების 20 წლისთავს ეძღვნებოდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კატასტროფა განიცხადა L-39ZA-ს ტიპის თვითმფრინავმა. უწყებაში განაცხადეს, რომ მომხდარის გამო საერთაშორისო ავიაშოუ გაუქმდა. დაწყებულია ავიაკატასტროფის გამოძიება.