ბულგარეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 813 შემთხვევა გამოვლინდა, 124 პაციენტი კი გარდაიცვალა
ბულგარეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 6 813 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 124 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბულგარეთში ვირუსის 582 122 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 23 440 ადამიანი გარდაიცვალა.