ბულგარეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 813 შემთხვევა გამოვლინდა, 124 პაციენტი კი გარდაიცვალა

10:48, 27.10.2021

ბულგარეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 6 813 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 124 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბულგარეთში ვირუსის 582 122  შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 23 440 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი