ბულგარეთში ბელენეს ატომური ელექტროსადგურის ამუშავების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები გაიმართა
ბულგარეთში ბელენეს ატომური ელექტროსადგურის ამუშავების გეგმებთან დაკავშირებით კონტრაქციები გაიმართა. დედაქალაქ სოფიას ცენტრალურ ნაწილში შეკრებილი აქტივისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ელექტროსადგური ძველი და მწყობრიდან გამოსულია, ამიტომ მისი ამუშავება სახიფათოა. მათი ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ ატომური ელექტროსადგურის ამუშავება დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
ატომური ელექტროსადგურის ამუშავების შესახებ ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა სოჭში, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ბულგარეთი მზადაა აღნიშნულ საკითხში რუსეთის მონაწილეობისთვის.
2 000 მეგავატის სიმძლავრის ატომური ელექტროსადგური 2012 წელს, ინვესტორების სიმწირის გამო დაიხურა. გასულ კვირას ბულგარეთის მთავრობამ პარლამენტს სადგურის რეკონსტრუქციის ნებართვა თხოვა. ქვეყანამ ატომური ელექტრო სადგურისთვის უკვე დახარჯა 1,82 მილიარდი დოლარი, რაც მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი იყო. ახლა რუსული კომპანია ROSATOM-ი მზად არის, ბელენეს ატომური ელექტროსადგურის განვითარებისთვის სპეციალურ ტენდერში მიიღოს მონაწილეობა. პროექტით ჩინური კომპანია CNNC-იც არის დაინტერესებული.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია