ბულგარეთმა და იტალიამ რუსულ გემებს პორტებში შესვლა აუკრძალეს
ბულგარეთმა და იტალიამ რუსულ გემებს პორტებში შესვლა აუკრძალეს

ბულგარეთმა და იტალიამ რუსულ გემებს პორტებში შესვლა აუკრძალეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ მიღებული ახალი სანქციების საფუძველზე მიიღო.

როგორც სოფიაში აცხადებენ, რუსული ხომალდები დღეს დილიდან ვეღარ შევლენ ბულგარეთის ვერცერთი ქალაქის ნავსადგურში.

„რუსული დროშით მცურავი ყველა ხომალდს, ასევე გემებს, რომლებმაც 24 თებერვლის შემდეგ შეცვალეს რუსული დროშა და დარეგისტრირდნენ სხვა ქვეყნებში, ეკრძალებათ ბულგარეთის პორტებში შესვლა“, – ნათქვამია ბულგარეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამონაკლისი იქნება დაშვებული იმ გემებისთვის, რომლებსაც სასწრაფო დახმარება დასჭირდებათ ან იძირებიან. ასევე გემებისთვის, რომლებსაც ევროკავშირში საწვავი, პროდუქტები ან მედიკამენტები შეაქვთ.

ანალოგიური აკრძალვა უკვე მოქმედებს იტალიაში. რუსულ გემებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული ვადა მისცეს, რათა ოპერაციები დაასრულონ და დატოვონ იტალიის ტერიტორიული წყლები.

უახლოეს ხანში ასეთივე აკრძალვა რუსული ხომალდებისთვის ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში ამოქმედდება.