ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა „მიგ-29“-ის ტიპის თვითმფრინავმა შავ ზღვაში კატასტროფა განიცადა.
საფრენი აპარატი წვრთნების ფარგლებში მოქმედებდა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკარგული პილოტის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც სასაზღვრო პოლიციისა და საჰაერო ძალების დანაყოფები მონაწილეობენ.