ბრიუსელში კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი აქცია იმართება

“გაიღვიძე ევროპა” –  ამ ლოზუნგით იმართება ბელგიის დედაქალაქში კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი აქცია.

45 ათასი ადამიანი ბელგიის დედაქალაქში, ევროპულ კვარტალშია შეკრებილი.

პროტესტის მონაწილეები კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფას უჭერენ მხარს. აქციაზე შეკრებილები ევროკავშირს რეაგირებისა და კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

დემონსტრაცია ევროკომისიასთან დაიწყო, აქციის მონაწილეებმა ევროპული საბჭოს შენობასთან გადაინაცვლეს და დემონტრაციას ევროპარლამენტთან დაასრულებენ.

ბრიუსელში რჩება კატალონიის ყოფილი ლიდერი. ორი დღის წინ, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კარლეს პუიჩდემონზე გაცემული დაკავების საერთაშორისო ორდერი გააუქმა.

საპარლამენტო არჩევნები კატალონიაში 21 დეკემბერს გაიმართება.

 

ბელგიის სასამართლო კარლეს პუიჩდემონის ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილებას 14 დეკემბერს გამოიტანს.