ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ორმხრივი კავშირები და ირანის საკითხი განიხილეს.
შეხვედრამდე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ დაწესებული აშშ-ის სანქციების ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა.
2015 წელს ირანთან გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებას, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის უსაფრთხოების გარანტს უწოდებს.
აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით, ევროკავშირმა ირანთან ტრანზაქციის ახალი სისტემა შექმნა, რასაც ვაშინგტონის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.