გიორგი გახარია მაიკ პომპეოს – საქართველოში ვიზიტისთვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობას უხდის.
პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა.
„საქართველოში ვიზიტისთვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო და ხანგრძლივი პარტნიორობა თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ფასეულობებს ეფუძნება“, – წერს გიორგი გახარია.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გასულ წელს აჯამებს და სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოში ვიზიტზე წერს. აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში თავისუფლებისმოყვარე მეგობრების მხარდასაჭერად ჩავიდა.
Thank you again @SecPompeo for your visit to 🇬🇪. The US is our premier strategic ally. The close, longstanding Georgia-US partnership is bound together by our shared values of freedom & democracy. https://t.co/WP20pyzvcE
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) January 4, 2021