ბრიუსელში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქცია გაიმართა
ბრიუსელში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქცია გაიმართა

ბრიუსელში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონიც მონაწილეობდა.

კარლეს პუიჩდემონი აცხადებს, რომ ბელგიის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით სასამართლოს გადწყვეტილება სპეკულაციაა, რომელიც მცდარ იდეებზეა დაფუძნებული.

კარლეს პუიჩდემონმა ესპანეთი 2017 წლის შემოდგომას, კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის შემდეგ დატოვა. ესპანეთში მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. ამჟამად კარლეს პუიჩდემონი ბრიუსელში ცხოვრობს.

გუშინ, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილ წევრებს 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა, რასაც ესპანეთის ავტონომიურ რეგიონში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დემონსტრანტებმა ბარსელონას აეროპორტის ბლოკირება მოახდინეს, რის გამოც 145 რეისი გადაიდო. ამ დროისთვის, ელ-პრატის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.