ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საელჩო მისამართს იცვლის, რის გამოც, 7-დან 12 აგვისტომდე მოქალაქეთა მიღებას ვერ განახორციელებს.
„გაცნობებთ, რომ ქ. ლონდონში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური მისამართის შეცვლის გამო 7 აგვისტოდან 12 აგვისტომდე მოქალაქეთა მიღებას ვერ განახორციელებს.
გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, როგორიცაა საქართველოში გასამგზავრებლად დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა, დაგვიკავშირდით საკონსულოს ცხელ ხაზზე: 07872064830.
გთხოვთ, პასპორტის, პირადობის მოწმობის, სანოტარო აქტების, თარგმნის დამოწმებისა და სხვა საკონსულო მომსახურების თაობაზე შეკითხვები მოგვწერეთ საკონსულოს ელ-ფოსტაზე: [email protected].
საკონსულო მომსახურება განახლდება 12 აგვისტოდან საელჩოს ახალ მისამართზე.
საქართველოს საელჩოს ახალი მისამართი:
Embassy of Georgia
20 Saint George’s Square
Pimlico
London
SW1V 2HP“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.