დიდ ბრიტანეთში „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 578-დან 759-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამნისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიტანეთში „კოვიდ 19-ით“ სულ 14 579 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორისაა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ჯანდაცვის მდივანი.