ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 759-მდე გაიზარდა
ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 759-მდე გაიზარდა

დიდ ბრიტანეთში „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 578-დან 759-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამნისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრიტანეთში „კოვიდ 19-ით“ სულ  14 579 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორისაა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ჯანდაცვის მდივანი.