დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიბანიდან საელჩოს თანამშრომელთა ნაწილი გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
სამინისტრო ბრიტანეთის მოქალაქეებსაც ურჩევს, დატოვონ ქვეყანა.
„ლიბანში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. სიტუაცია შეიძლება სწრაფად და გაფრთხილების გარეშე გაუარესდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ლიბანიდან კომერციული ფრენები, შესაძლოა, შეფერხდეს, ასევე გადაიკეტოს გზები ქვეყნის მასშტაბით.
საელჩო კვლავ ღიაა და განაგრძობს „არსებითი სამუშაოების შესრულებას, მათ შორის ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის მომსახურების მიწოდებას“.